Saturday, October 23, 2010

აქ ჩემი ხევსურეთია (სიმღერა)

"ერთმა ვერძისა ქისამა
გუდა შექმნა და გუდანა.."
ვინც მიწა ღმერთად იწამა,
სხვა ღმერთი არა უნდა რა.
ერთმა ძმებისა გაყრამა,
ხატი შექმნა და სოფელი,
ორთავ მთას იქით გარდახდა
ფხიელთა მოდგმის მშობელი.
აქ ჩემი ხევსურეთია,
ფესვი აქ უნდა ვახარო,
ეს მიწა უფრო მეტია
ვიდრე ცოდვილი სამყარო.
აქ ჩემი საქართველოა,
გული იმღერის ენა კი
ამბობს რომ ხევსურეთია
ამ მიწის ჯაჭვის პერანგი
. . . . . . . . .
ნეტაიმც გულში ჩამაკრა
პირიქით-პირაქეთია
და მამყივანა ხმამაღლა:
_აქ ჩემი ხევსურეთია!

/ნინო ჭინჭარაული/

4 comments:

  1. Hello, My name is Bogdan from Romania!
    My blog address is: http://bogdanstelistul.blogspot.com/
    Can we be friends??
    Thank you!!
    For those who do not understand use Google Translate (top right) and select your language!!!

    ReplyDelete
  2. გადასარევი ლექსებია, კარგიო არ ითქმის, ეს იმაზე მეტია რაც კარგს მიეკუთვნება. ღრმა, სითბოთი და გრძნობით სავსე, სულით სავსე გაცოცხლებული ფრაზებია, ხასხასა ხევსურული ფერებით და მთის სურნელით!
    ძალიან მიყვარს, დაწერე მეტი კიდევ, და დადე ბლოგზე. ამის გარდა დაბეჭდე აუცილებლად თუ საშუალება გექნება!

    ReplyDelete
  3. ნიიი, უნიჭიერესი ხარ გენაცვალე, ყოველთვის მჯეროდა შენი :* გკოცნი და წარმატებებ გისურვებ :)

    ReplyDelete