Sunday, August 7, 2011

არის ღმერთი და არ არის კაცი!


მიცავდნენ ოდით,შენი პაპანი..
შენი აკვანი
მხოლოდ და მხოლოდ არის ამ გულში..
ჯერ კიდევ გუშინ
იყავ ხევსურეთს-ვით მოგზაური
და წყლის ხმაური
ჩაგესმოდა არა ხმაურად,
არამედ გმინვად შენი მამულის..
ნახე სოფელი,
ნახე ციხე,
გყავდა შვილები..
ტეხე ყამირი,
ოცნებობდი ჩიტის ფრთაზე და-
შენი ცხოვრება ააწყვე მკაცრად!
(ხევსურული ფანდურის მსგავსად)
აღმა და დაღმა,
სიცხეში,
ქარში,
იტანჯე ბევრი,
ილაღე და იღალე ბევრი..
ეძებე ღმერთი..
...
ლებაისკარში დგას ფიჭვი ბერი
და დათვლილია მისი დღეები.
ჩამოსცვენია ქარაფებს თოვლი
და გაცრეცილან სათიბეები.
ქვითინებს ქარი დანგრეულ ნიშში,
ველური ხმები ნანგრევებს აცრის
და ყმუის ძაღლი
მოგებით ნიშნის..
არის ღმერთი და

არ არის კაცი!


ჩალხა ჭინჭარაული

2 comments:

  1. ძალიან მაგარია ... ჟრუანტელმა დამიარა .. :)

    ReplyDelete
  2. ხევსურეთზე ვისაც კი რა ლექსი დაუწერია,ყველას ეს მირჩევნია :)

    ReplyDelete