ჩემს შესახებ






ეს ბლოგი რამდენიმე წლის წინ შევქმენი, როცა ჟურნალი, რომელშიც 5წელი ვმუშაობდი დაიხურა და უამრავი გამოქვეყნებულ/გამოუქვეყნებელი სტატია, მოთხრობა თუ ლექსი დამრჩა. ჯერ ხევსურეთის თემა იყო წამყვანი, მერე კი გადავწყვიტე ჩემს ნაწერებთან ერთად მკითხველისთვის სხვა ახალგაზრდა ავტორები და ხელოვანებიც გამეცნო. ასე გაფართოვდა ბლოგის თემატიკაც, თუმცა ვაღიარებ, უფრო მეტად მდედრობითი სქესის შემოქმედთა პოპულარიზაციას ვეწევი, რადგან ქართული საზოგადოება მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს მათ.

რაც შემეხება მე...საკუთარ თავზე ლაპარაკი მაინც არ გამომივა, თუმცა, რადგან არსებობს ფურცელი "ჩემს შესახებ" და მკითხველმა უნდა იცოდეს, ვისთან აქვს საქმე, ამიტომაც ვდებ ამ ლექსს, რომელიც ოდნავ მაინც ამბობს, ვინ არის ნინო ჭინჭარაული. ადამიანი, რომელიც შეყვარებულია მთაზე,თავისუფლებაზე და  მუდმივად იცვლება შინაგანად...
    შეგიძლიათ მომწეროთ ფოსტაზე xevsuri2@yahoo.com
    ან ფბ-ზე http://www.facebook.com/nino.chicharauli


არ მინდა სახლი,
ეს მთებიც კმარა..
რა სჯობს ნისლიან გზებზე ხეტიალს,
თუმცა სამყარო სამოთხე-არა,
უფრო..
პატარა ჯოჯოხეთია.
მაინც, ჯიუტად ვცხოვრობ ამ გზებზე,    
არ ვიცი,
ალბათ სულით ბოშა ვარ,
ან იქნებ
 მე ჩემს სამოთხეს ვეძებ,
ღმერთმა ამ მთებზე რომ გადმოშალა.
ცხოვრება მკაცრად
 მკარნახობს წესებს
 და ვძულვარ ურჩი,
ცუდი მსმენელი.
რა ვქნა,
 ბედს ვანდობ მარტოდენ ლექსებს,
დაწერილიც და დაუწერელიც
სულ ყველა მე ვარ....
რად მინდა სახლი?
მყოფნის სამყაროს ლაბირინთებიც,
ამ ჯოჯოხეთს კი
 მეთვითონ დავღლი
ნისლებით,
გზებით,
მთებით,
რითმებით

5 comments:

  1. საინტერესო და ლამაზი ბლოგია. წარმატებები!

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა :) თქვენც

      Delete
  2. ძალიან საინტერესო ადამიანი უნდა იყოთ, მომწონს თქვენი აზროვნება. მომწონს ეს ბლოგიც, შეევეცდები თვალი ვადევნო აქ გამოქვეყნებულ სიახლეებს. წარმატებებს გისურვებთ.

    ReplyDelete
  3. დიდი მადლობა. კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩემს ბლოგზე :))
    თქვენც-წარმატებები

    ReplyDelete